07 დეკემბერი 2019,   07:33
ვრცლად
ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. მათთან ერთად ბრალდებულ კიდევ 7 ადამიანს კი სხვადასხვა ოდენობით გირაო. გადაწყვეტილება მოსამართლე ფატი ფურცხვანიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ამით მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურორ მირანდა წერეთლის შუამდგომლობა. საგამოძიებო ორგანომ სამი მოქმედი და ერთი ყოფილი საჯარო მოხელის პატიმრობის მოთხოვნის საფუძვლად მტკიცებულებების განადგურების, მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე  დაასახელა.

პროცესზე ირაკლი კაკულიამ და მასთან ერთად დაკავებულმა პირებმა კიდევ ერთხელ თქვეს, რომ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ.  რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს, ნაწილმა ბრალი სრულად ან ნაწილობრივ აღიარა.

დღის ამბები