13 დეკემბერი 2019,   04:09
ვრცლად
ზუდიდის საქალაქო სასამართლოში ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის პროცესი მიმდინარეობს

ამ წუთებში ზუდიდის საქალაქო სასამართლოში ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო აღმკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს.

ირაკლი კაკულიას და მასთან ერთად დაკავებულ 3 პირს ბრალი რამდენიმე მუხლით წაუყენეს. გამოძიება მათ დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარებას, სახელმწიფო ქონების გაფლანგვას, დიდი ოდენობით ქრთამის აღებას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავება.

ადვოკატის განცხადებით, ფოთის საკრებულოს თავჯდომარე ბრალს არ აღიარებს.

დღის ამბები