17 ნოემბერი 2019,   02:28
ვრცლად
დესტაბილიზაციის წყარო არა "ქართული მარში" არამედ "ქართული ოცნებაა" - კახა კოჟორიძე

საზოგადოებრივ მოძრაობა "ლელოში" ფიქრობენ, რომ გუშინ მერაბ კოსტავას გამზირზე განვითარებული მოვლენები ქვეყანაში მასობრივი არეულობის ტოლფასი იყო. კახა კოჟორიძის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" კრიზისების მართვის უნარი რვა წლის განმავლობაში ვერ გამოავლინა.

"გუშინ ჩვენ ვნახეთ მასობრივი არეულობა ფაქტიურად დესტაბილიზაცია და მინდა ერთ რამეს გავუსვა ხაზი, მიუხედავდ იმისა, რომ ვნახეთ "ქართული მარშის" ქმედებები სინამდვილეში დესტაბილიზაციის წყარო არის არა "ქართული მარში", არამედ "ქართული ოცნება". უკვე მერვე წელია ისინი არიან ხელისუფლებაში და ჩვენ დავინახეთ, რომ ვერ გამოავლინეს მათ ვერც ცოდნა და ვერც კრიზისების მართვის უნარი,"- ამბობს კოჟორიძე.

შეგახსენებთ, რომ ოსკარზე წარდგენილი ქართულ-შვედური ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში გუშინ გაიმართა.

ბიზნესმენი ლევან ვასაძე,  ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგებოდა  და მხარდამჭერებთან ერთად პრემიერის ჩაშლას გეგმავდა

ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგებოდა "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიც". გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, ფილმის ჩვენება, ნებისმიერი ძალისხმევის ხარჯზე ჩაიშლებოდა. საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა "ქართული მარშიც"

ძალადობრივი საპროტესტო აქციის მიუხედავად ფილმის ჩვენება კინოთეატრებში მაინც შედგა. კინოთეატრებთან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას და პოლიციასთან შეხლა-შემოხლას. დაკავებულია 28 ადამიანი,  მათ შორის 1 სისხლის სამართლის მუხლით.

დაზიანებები მიიღო 13-მა ადამიანმა, მათ შორის არიან პოლიციელებიც.

დღის ამბები