17 ნოემბერი 2019,   01:41
ვრცლად
ზონდერ ჯგუფებს იყენებენ მაშინ როდესაც ხელისუფლებას უჭირს - დავით ბერძენიშვილი

 

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის დავით ბერძენიშვილი "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის პარალელურად გამართულ მასშტაბურ ძალადობრივ აქციაში "ქართული ოცნების" კვალს ხედავს. ბერძენიშვილის განცხადებით, ზონდერ ჯგუფებს ხელისუფლება მაშინ იყენებს, როდესაც ძალიან უჭირს. ბერძენიშვილი ამბობს, რომ გუშინდელი მოვლენებით, "ქართულმა ოცნებამ" ისეთი პრობლემები გადაფარა, როგორიც საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებია.

"ზონდერ ჯგუფებს გამოიყენებენ მაშინ როდესაც ხელისუფლებას უჭირს, ასე იყო 12 მაისს, ასე იყო გუშინაც. საერთოდ როცა ეკლესიაში ასეთი უმძიმესი ვითარებაა, რომელიც ხელისუფლებისთვის ძალიან დამაზიანებელია გამოიძახეს ეს ზონდერ ბრიგადები,"- ამბობს "კურიერთან" საუბრის დროს დავით ბერძენიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ოსკარზე წარდგენილი ქართულ-შვედური ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში გუშინ გაიმართა.

ბიზნესმენი ლევან ვასაძე,  ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგებოდა  და მხარდამჭერებთან ერთად პრემიერის ჩაშლას გეგმავდა

ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგებოდა "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიც". გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, ფილმის ჩვენება, ნებისმიერი ძალისხმევის ხარჯზე ჩაიშლებოდა. საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა "ქართული მარშიც"

ძალადობრივი საპროტესტო აქციის მიუხედავად ფილმის ჩვენება კინოთეატრებში მაინც შედგა. კინოთეატრებთან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას და პოლიციასთან შეხლა-შემოხლას. დაკავებულია 28 ადამიანი,  მათ შორის 1 სისხლის სამართლის მუხლით.

დაზიანებები მიიღო 13-მა ადამიანმა, მათ შორის არიან პოლიციელებიც.

დღის ამბები