17 ნოემბერი 2019,   01:36
ვრცლად
პანკისში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. განადგურებულია ქუშანაშვილების საცხოვრებლის დიდი ნაწილი და კუთვნილი საყოფაცხოვრებო ნივთები.

დაზარალებულები ფიქრობენ, რომ ხანძარი გაუმართავმა ელექტროსადენებმა გამოიწვია.

ხანძრის ჩაქრობას ახმეტისა და თელავის 5 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი ცდილობდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები