17 ნოემბერი 2019,   01:23
ვრცლად
პირველი სეანსის დასრულების შემდეგ მაყურებელმა ტერიტორია პოლიციის კორდონის დახმარებით დატოვა 

მოქალაქეები, რომლებიც პირველ სეანსს ესწრებოდნენ, ტერიტორიას პოლიციის კორდონის დახმარებით ტოვებდნენ.

კინოთეატრ "ამირანის" მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, ისროლეს ბოთლები, იყო აფეთქების ხმაც, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, ვინ გამოიყენა ასაფეთქებელი საშუალებები. 

აქციის მონაწილეები ორად არიან გაყოფილი. ნაწილი მობილიზებულია იმ შესასვლელთან, სადაც მეორე სეანსზე დასწრების მსურველები არიან, ხოლო ნაწილი ჩაჩავას კლინიკასთან. ისინი სკანდირებენ "სირცხვილი" იმ ადამიანების მიმართ, ვისაც სურს კინოჩვენებაზე დასწრება.

გამოჩნდნენ საპატრულო პოლიციის დამატებითი ძალები. ასევე, მობილიზებულია  სასწრაფო დახმარების მანქანების ოთხი ეკიპაჟი. ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია.

 

დღის ამბები