05 დეკემბერი 2019,   18:21
ვრცლად
თბილისში აქციები - მინსკში გამარჯვება: "და ჩვენ ვიცეკვეთ“ კიდევ ერთი პრიზის მფლობელი გახდა

თბილისში მიმდინარე აქციის პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ქართულ - შვედურმა ფილმმა "და ჩვენ ვიცეკვეთ“ კიდევ ერთი პრიზი მოიპოვა.

მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალ Listapad-ზე ფილმის  მთავარი როლის შემსრულებელი ქართველი მსახიობი, ლევან გელბახიანი კაცის საუკეთესო როლის ნომინაციის გამარჯვებული გახდა.

ფესტივალზე სხვადასხვა ნომინაციაში ასევე გაიმარჯვა კიდევ რამდენიმე ქართულმა პროექტმა:
საუკეთესო სცენარისა და მუსიკალური გაფორმებისთვის დაჯილდოვდა დიმიტრი მამულიას ფილმი „ბოროტმოქმედი“ და ასევევ,  ქართველი მსახიობი, სალომე დემურია ფილმით "ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა“ ქალის საუკეთესო როლის ნომინაციაში ჟიურის რჩეული გახდა.

დღის ამბები