15 დეკემბერი 2019,   03:16
ვრცლად
მსგავსი ფორმით რაიმეს გაპროტესტება მიუღებელია - ანრი ოხანაშვილი

პროტესტის ის ფორმა, რომლითაც კინოთეატრ "ამირანთან" შეკრებილი საზოგადოება მიმართავს, მიუღებელია  - ასე ეხმაურება შექმნილ ვითარებას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

ოხანაშვილის თქმით, პოლიციასთან ყოველგვარ შეხლა-შემოხლას მყისიერი რეაგირება უნდა მოჰყვეს. 

"ჩემთვის მსგავსი ფორმით რაიმეს გაპროტესტება მიუღებელია, ვინაიდან ეს არ არის ის ფორმა, რომლითაც შეიძლება გამოხატო საკუთარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რაც არ მოგწონს. ყველას შეუძლია გამოხატოს თავისი პოზიცია, თუმცა როგორც კი აღნიშნული გამოხატულება სცდება კანონს და იწყება პოლიციასთან შეხლა-შემოხლა, ამ ყველაფერზე უნდა მოხდეს მყისიერი რეაგირება," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, კინოთეატრ "ამირანთან"  "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების ჩაშლას ცდილობენ. აქციაზე მოხდა რამდენიმე დაპირისპირება. ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია აქციის ორი მონაწილე.

დღის ამბები