22 ნოემბერი 2019,   04:21
ვრცლად
"ქართველ ხალხს პუტინის რეჟიმის გაძლება უწევს, ჩვენ უნდა დავაახლოვოთ საქართველო ევროკავშირსა და NATO-სთან"- ელიოტ ენჯელი

ორპარტიულ აქტში, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო, კონგრესმენები მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს ევროატლანტიკურ და ევროპულ ინტეგრაციას. ასევე გამოდიან ინიციატივით, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდეს და ახალ ეტაპზე გადავიდეს.

დოკუმენტში საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების საჭიროებაზეც. კონგრესი ასევე მოუწოდებს ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელს გადადგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაფორმებლად. ორპარტიულ აქტს კონგრესმენებმა მხარი ერთსულოვნად დაუჭირეს.

ნიუ-იორკის შტატიდან აშშ-ს კონგრესმენმა სიტყვით ამოსვლისას ისაუბრა იმაზე, რომ 2008 წელს რუსეთმა საქართველოს ტერიტორიები დაიკავა და საერთაშორისო სამართალი და საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია. 

"ახლა 10-ზე მეტი წლის შემდეგ რუსეთი აგრძელებს საქართველოზე ზეწოლას. კიბერ თავდასხმები, დეზინფორმაცია, კამპანიები, ადამიანთა უფლებების დარღვევა - ამ ყველაფრისთვის გაძლება უწევს ქართველ ხალხს პუტინის რეჟიმში. მხარდამჭერი აქტი შეერთებულ შტატებს მოუწოდებს განაგრძოს მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ჩვენ უნდა დავამყაროთ საქართველოსთან ურთიერთობა და დავაახლოვოთ ის ევროკავშირსა და NATO-სთან," - განაცხადა ელიოტ ენჯელმა.

დღის ამბები