22 ნოემბერი 2019,   04:16
ვრცლად
კალაძე: ტაქსების რეფორმა წარმატებული გამოდგა - პირველი ოქტომბრიდან დღემდე 2000 მძღოლი დაჯარიმდა

თბილისი მერის განცხადებით, ტაქსების რეფორმის ძალაში შესვლიდან 2000 ტაქსის მძღოლი  დაჯარიმდა. ამის შესახებ კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა:

"ჩვენ განვახორციელეთ ტაქსის რეფორმა, რომელიც მართლაც წარმატებული გამოდგა, მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტების მხრიდან მოდიოდა შემოტევები აღნიშნულ რეფორმაზე. მინდა სტატისტიკის სახით მოგაწოდოთ ინფორმაცია დღევანდელ სიტუაციასთან დაკავშირებით. A კატეგორიის ტაქსები ქალაქში დაახლოებით 11 000-ია რეგისტრირებული, რომელიც ქალაქის მოსახლეობას ემსახურება. პირველი დღეების განმავლობაში გაცილებით ნაკლები იყო და გარკვეულ პრობლემას წარმოადგენდა. 

ტაქსის ნებართვის გარეშე ან სანებართვო წესების დარღვევით მომსახურებისთვის პირველი ოქტომბრიდან დღემდე 2000 ტაქსის მძღოლი იქნა დაჯარიმებული, აქედან 700 პირველ ოქტომბერს. პირველ ოქტომბერს დაჯარიმებულ მძღოლებს პარლამენტის გადაწყვეტილებით ჯარიმებზე ერთჯერადი ამნისტია შეეხებათ,"- განაცხადა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, დაჯარიმდება ის ავტომობილებიც, რომლებსაც თეთრი ფირი სრულად არ ექნებათ გადაკრული.

დღის ამბები