14 ნოემბერი 2019,   07:41
ვრცლად
"არა სასამართლოს ოკუპაციას" - პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენა აქციის ფონზე გაიმართება

"არა სასამართლოს ოკუპაციას" - ეკა ბესელიას პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია პარლამენტის შენობის წინ აქციას მართავს. აქციის მონაწილეები პარლამენტში მიმდინარე პროცესებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევას აპროტესტებენ.

პარტია "სამართლიანობისთვის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ  სამართლიანობის აღდგენა სასამართლოდან უნდა დაიწყოს და კლანური გავლენებისგან, მორჩილი მოსამართლეებისგან გათავისუფლდეს.

"უცვლელად მართავენ სასამართლო სისტემას ის ადამიანები, ვინც იყვნენ წინა ხელისუფლების დროს, იგივეს აგრძელებენ  ამ ხელისუფლების დროსაც სასამართლო სისტემას და პირველ რიგში უნდა აღვადგინოთ ჩვენს სასამართლოში სამართალი, რომ ქვეყანაში სამართალი იყოს დაცული, უნდა დავიწყოთ სასამართლოდან," - განაცხადა პარტია "სამართლიანობისთვის" წევრმა, სულხან მარჯანიშვილმა.

დღის ამბები