14 ნოემბერი 2019,   07:38
ვრცლად
რა ხარვეზები აქვს გამოძიებას შრომის უსაფრთხოების საქმეებში - "EMC" მინდელის შახტში მომხდარი ტრაგედიის ფაქტზე ხელმძღვანელი პირების დაუსჯელობას აპროტესტებს

რა ხარვეზები აქვს გამოძიებას შრომის უსაფრთხოების საქმეებში - მინდელის შახტში მომხდარი ბოლო ტრაგიკული შემთხვევის მაგალითზე დღეს სამუშაო შეხვედრას მართავს "EMC". ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, კვლევის შედეგებმა დაადასტურა, რომ სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა და მომხდარ შემთხვევებზე ეფექტიანი გამოძიება კვლავ გამოწვევად რჩება.

შეხვედრას შრომის უსაფრთხოების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების, პროფკავშირის წარმომადგენლები, ექსპერტები და დაზარალებულთა ოჯახის წევრები დაესწრებიან.

"მთავარი პრობლემა არის ის, რომ ამ საქმის ფარგლებში არ მოხდა მაღალი მენეჯერული რგოლის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოკვეთა მაშინ, როდესაც საქმეში არსებული მასალები და ცალკეული გარემოებები ქმნიდა დასაბუთებულ ვარაუდს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონოდა მაღალი მენეჯერული რგოლის მხრიდან ცალკეული ვალდებულებების დარღვევას და მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოკვეთის შესაძლებლობას," - განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სისხლის სამართლის იურისტმა, ქეთი ჩუთლაშვილმა.

დღის ამბები