14 ნოემბერი 2019,   07:36
ვრცლად
"საქართველო და ამერიკა სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიდა" - კონგრესის გადაწყვეტილებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება

"საქართველო და ამერიკა სტრატეგიული ურთიერთობების თვისობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიდა და სწორედ ამის მკაფიო დასტურია წარმომადგენელთა პალატის მიერ ერთსულოვნად მხარდამჭერი აქტიც," - კონგრესის გადაწყვეტილებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარდაჭერილი პროექტი სხვა თემებთან ერთად ასევე ამერიკის ადმინისტრაციას რუსეთის დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლაში საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

წარმომადგენელთა პალატამდე საქართველოს მხარდამჭერი აქტი კონგრესის რამდენიმე კომიტეტმა მიიღო.

დღის ამბები