14 ნოემბერი 2019,   08:20
ვრცლად
"ვაგრძელებ გამოძიებასთან თანამშრომლობას" -7 თვის ჩვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის მეუღლეს გაუთქმელობის ხელწერილი დაადებინეს 

აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა 7 თვის ჩვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის მეუღლე მოსამართლემ. ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიან გირაოს ითხოვდა. პროკურატურა გორის რაიონული სასამართლოს განჩინების გასაჩივრებისთვის ემზადება. მიხეილ დვალიშვილს 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ​სექსუალური ხასიათის ურთიერთობაში ადანაშაულებენ. შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირზე გამოძიება მაისში დაიწყო. დედას ბავშვის მკვლელობისთვის ექვსი წელი აქვს მისჯილი.

"კმაყოფილი ვარ ამ გადაწყვეტილებით და ვაგრძელებ გამოძიებასთან თანამშრომლობას. ხელი მაქვს გაუთქმელობაზე მოწერილი და მეტს ვერაფერს დავამატებ," - განაცხადა მიხეილ დვალიშვილმა, მისი თქმით ის ბრალდებას არ ეთანხმება.

დვალიშვილის ადვოკატის თქმით, სასამართლომ გაითვალისწინა ის რომ დვალიშვილის მხრიდან არ არსებობდა არც მიმალვის, არც ახალი დანაშაულის ჩადენის და არც მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე და დაცვის მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

საქმის პროკურორის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებას ბრალდების მხარე დადგენილ ვადაში, 48 საათის განმავლობაში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

დღის ამბები