14 ნოემბერი 2019,   07:38
ვრცლად
"აშშ-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს სამუშაო ადგილების შექმნაში და მდგრადი უსაფრთხოების შენარჩუნებაში დაეხმარება"- გახარია მხარდამჭერი აქტის შესახებ

მხარდამჭერი აქტის მიღებას გიორგი გახარია ეხმაურება. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოსთან დაკავშირებული ორპარტიული აქტი რამდენიმე საათის წინ მიიღო. 

პრემიერ-მინისტრი ქართველი ხალხის სახელით შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატას მადლობას უხდის.

გიორგი გახარია აღნიშნავს, რომ ორპარტიული აქტი საქართველოსთან დაკავშირებულ პირველ დამოუკიდებელ კანონს წარმოადგენს, რომლითაც აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობა ახალ საფეხურზე გადადის.

"მხარდამჭერი აქტი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვის, ეკონომიკისა და კიბერ-უსაფრთხოების სფეროებში ურთიერთობებს მნიშვნელოვნად აძლიერებს. შეერთებულ შტატებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს მეტი სამუშაო ადგილის შექმნაში, ძლიერი საშუალო ფენის ჩამოყალიბებასა და მდგრადი უსაფრთხოების შენარჩუნებაში დაეხმარება," – წერს გიორგი გახარია Twitter-ზე.

დღის ამბები