14 ნოემბერი 2019,   07:35
ვრცლად
მორიგი ხმაურიანი სხდომის მოლოდინში - პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ პაატა სილაგაძეს მოუსმენ

მორიგი ხმაურიანი საკომიტეტო სხდომის მოლოდინში - გიორგი მიქაუტაძის შემდეგ დეპუტატები დღეს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატ პაატა სილაგაძეს მოუსმენენ.

სილაგაძე იუსტიციის საბჭოს წევრია. ოპოზიცია ამჟამადაც მწვავე შეკითხვებისთვის ემზადება - ყურადღება გამახვილდება კანდიდატის განათლებასა და გამოცდილებაზე. მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დილის 10 საათიდან დაიწყება.

"შეკითხვები, როგორც ყველა სხვა კანდიდატთან, იქნება დაკავშირებული როგორც მის საქმიანობასთან, მის ბიოგრაფიასთან და ასევე იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება არსებობდეს საზოგადოებაში თუ პარლამენტის წევრებს შორის," - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

დღის ამბები