14 ნოემბერი 2019,   07:37
ვრცლად
ე.წ. "მუქარის წერილი" - ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატი პროკურატურას საქმის გართულების მცდელობაში ადანაშაულებს

ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატი პროკურატურას დროის გაწელვასა და საქმის საგანგებოდ გართულების მცდელობაში ადანაშაულებს. ზვიად კორძაძე ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებას რეალურად საქმის ბოლომდე მიყვანის სურვილი არ აქვს და მისი გუშინდელი განცხადებაც სწორედ ამით აიხსნება.

გენერალური პროკურატურის განმარტებით, ე.წ. "მუქარის წერილი" თვეების განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყანაში, პირთა განუსაზღვრელი წრისთვის ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი, რაც "მნიშვნელოვნად ართულებს მასზე ეფექტური დაქტილო-სკოპიური თუ სხვა სახის კვლევების ჩატარებას".

ადვოკატი ხაზს უსვამ იმას, რომ აღნიშნული ფაქტი ართულებს კვლევის ჩატარების ეფექტურობას, მაგრამ შეუძლებელს არ ხდის. ზვიად კორძაძე განმარტავს, რომ წერილი "ნამყოფია" 2 ქვეყანაში: საქართველოსა და ბრიტანეთში და იმ პირების ვინაობა, რომლებსაც წერილთან ჰქონდათ შეხება. ექსპერტიზაში, რომელიც მათ პროკურატურას წარუდგინეს, ან ადამიანთა ვინაობები დაფიქსირებულია.

"სხვა მასთან შეხება ჰქონდა ექსპერტს და შეხება მქონდა მე, მამუკა ხაზარაძეს. დანარჩენი პროკურატურის საქმეა ახლა უკვე, რას ნახავენ, როგორ ნახავენ, როგორ შეადარებენ ამ ანაბეჭდებს და შემდეგ როგორ გამოკითხავენ იმ პირებს, რომლებმაც უნდა გასცენ პასუხი საიდან მოხვდა მათი ანაბეჭდები ამ წერილზე," - აცხადებს ზვიად კორძაძე.

დღის ამბები