22 ნოემბერი 2019,   22:04
ვრცლად
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე დაიკითხნენ

პანკისის სპეცოპერაციის საქმეზე ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე დაიკითხნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა ვახტანგ გომელაურმა, მისმა ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიმაკაძემ ჩვენება გენერალურ პროკურატურას სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მისცეს.

გომელაურის დაკითხვის ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. გამოძიებისთვის ჩვენების მიცემის ფაქტი სატელეფონო შეტყობინებით "კურიერს" დაუდასტურა სოსო გოგაშვილმაც. სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ამბობს, რომ ის პროკურატურაში 2 თვის წინ იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თემირლან მაჩალიკაშვილს და პანკისის ხეობაში მცხოვრებ კიდევ რამდენიმე პირს საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდა, თუმცა დაჭრილი მაჩალიკაშვილი 2018 წლის 10 იანვარს ისე გარდაიცვალა, მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. დანარჩენი პირები დააკავეს. სასამართლომ ისინი დამნაშავეებად სცნო და პატიმრობა მიუსაჯა. 

დღის ამბები