16 ნოემბერი 2019,   01:14
ვრცლად
ფოთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ფოთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა. დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს აპარატის მომსახურეთა საშტატო ნუსხა დაამტკიცეს, რის განხილვასაც დაპირისპირება მოჰყვა. დამტკიცებული საშტატო ნუსხის თანახმად, საკრებულოს აპარატში დამატებითი ახალი შტატი შეიქმნა.

როგორც "ევროპული საქართველოს" წევრი ვახტანგ დარცმელიძე აცხადებს, ახალი შტატის შექმნის არანაირი საჭიროება არ იყო და ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე "ქართული ოცნების" მხარდამჭერი დაინიშნოს. იგი საკრებულოს თავმჯდომარეს პოლიტიკურით ნიშნით დევნაში ადანაშაულებს.

"ეს არის ორმაგი სტანდარტი, ვისაც უნდა იმას ათავისუფლებენ თანამდებობიდან, ვისაც უნდა იმას ნიშნავენ," - განაცხადა მოძრაობა "ევროპული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ვახტანგ დარცმელიძემ. 

ოპოზიციის ბრალდებებს მმართველი გუნდის გაღიზიანება მოჰყვა, რაც ხმაურსა და დაპირისპირებაში გადაიზარდა.



დღის ამბები