15 ნოემბერი 2019,   08:57
ვრცლად
"შინდისი" ვარშავის კინოფესტივალის გამარჯვებულია

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული დიტო ცინცაძის ფილმი "შინდისი" გახდა.

დაჯილდოების ცერემონიაზე ფილმმა კინოფესტივალის გრანპრი მიიღო, დიტო ცინცაძე კი საუკეთესო რეჟისორის პრიზით დაჯილდოვდა.

ფილმს საფუძვლად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს რეალურად მომხდარი ამბავი უდევს, რომლის დროსაც ჩვიდმეტი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

ფილმი საქართველოს კინოცენტრმა ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 92-ე ცერემონიალზე, საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის კატეგორიაში წარსადგენად შეარჩია.

დღის ამბები