15 ნოემბერი 2019,   09:37
ვრცლად
ატოცში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი ამ ეტაპზე შეჩერებულია - ადგილზე საპროტესტო აქცია კვლავ იგეგმება

ატოცში, სადაც ერთი დღის წინ რუსულმა საოკუპაციო ჯარმა, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლა, ჟურნალისტებს ჯერჯერობით ისევ არ უშვებენ.

დილიდან რუსი სამხედროები ადგილზე აღარ გამოჩენილან. ახალი მავთულხლართების გავლების პროცესი შეჩერებულია.

გარდა ამისა, დღის განმავლობაში დაგეგმილია სამოქალაქო აქტივისტების კიდევ ერთი აქცია.

საოკუპაციო მოძრაობის წევრები ხელისუფლებისგან, ადგილზე პატრულირების უფლებას ითხოვენ.

"330 მეტრი შემოღობეს გუშინ და შესაძლოა ეს უკანონო ბორდერიზაცია დღესაც გაგრძელდეს. ჩვენი მოქმედება დამოკიდებულია შსს გადაწყვეტილებაზე. თუ მოგვცემენ უფლებას, რომ სამოქალაქო პროტესტით შესაძლო ბორდერიზაციის განახლებას ხელი შევუშალოთ, ჩვენ ამას გავაკეთებთ,“ - განაცხადა ანტისაოკუპაციო მოძრაობის ერთ-ერთმა აქტივისტმა ლაშა ბერულავამ.

დღის ამბები