15 ნოემბერი 2019,   08:59
ვრცლად
ვითარება გურამიშვილზე - 170 ადამიანი საკუთარ სახლებში შესვლას ვერ ახერხებს

აფეთქებიდან მეორე დღეს, გურამიშვილის გამზირზე მდებარე კორპუსის მოსახლეობა ლაბორატორიის დასკვნას ელოდება.

170 ადამიანი საკუთარ სახლებში შესვლას ვერ ახერხებს. ექსპერტებმა უნდა დაადგინონ, რამდენად უსაფრთხოა ახლა ნახევრად დანგრეულ კორპუსში მოქალაქეების ყოფნა, დაექვემდებარება თუ არა შენობა რეაბილიტაციას.

"ჩემ თავზე მოხდა აფეთქება, მეოთხე-მეხუთე სართულის ნანგრევები აწევს ჩემ ჭერს, იქ შესვლა ძალიან სახიფათოა. გამოვიტანე მხოლოდ ბავშვის ტანსაცმელი, მოვედით, რომ გამოვიტანოთ პიველადი ნივთები," - ამბობს დაზარალებული. 

საგანგებო ღონისძიებები ამ წუთებში გრძელდება. სპეციალური სამსახურები ჩამონგრეულ კორპუსს ასუფთავებენ. 

"გასაგებია, რომ ადამიანებს სჭირდებათ პირველადი საჭიროების ნივთები, თუმცა პირველ რიგში გასათვალისწინებელია უსაფრთხოება, მათ სიცოცხლეს უნდა გავუფრთხილდეთ აუცილებლად. დღის განმავლობაში ჩატარდება დამატებეით ღონისძიებები შენობაში და თუ სპეციალისტებმა მოგვცეს ნება, აუცილებლად ავუშვებთ," - აცხადებს ნაძალადევის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი ხელაძე. 

დღის ამბები