15 ნოემბერი 2019,   08:56
ვრცლად
ტურისტის გაქურდვის ფაქტზე თერჯოლაში ერთი პირი დააკავეს

ტურისტის გაქურდვის ფაქტზე პოლიციამ ბრალდებული დააკავა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა თერჯოლაში უცხო ქვეყნის მოქალაქეს 2 ათასი დოლარი სწრაფი კვების ერთ-ერთ ობიექტში ხელჩანთიდან მოპარა.

გამოძიების ვერსიით, მოპარული ფული ბრალდებულმა მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯიხურის უკან დამალა. დანაშაული 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

დღის ამბები