15 ნოემბერი 2019,   09:28
ვრცლად
ზუგდიდში ხაჭაპურის ფესტივალი ჩატარდა
ზუგდიდში ხაჭაპურის ფესტივალი გაიმართა. 37 მოყვარულმა და პროფესიონალმა მზარეულმა სხვადასხვა სახეობის ხაჭაპური გამოაცხო. ჟიურიმ გამარჯვებულები შვიდ ნომინაციაში გამოავლინა.
 
საუკეთესო მცხობელის ტიტული იმერული ხაჭაპურის გამოცხობისთვის ზესტაფონელ დიასახლისს ერგო. დაამზადეს რამდენიმე მეტრიანი ხაჭაპური და გებჟალიაც. ღონისძიება მომღერალ სოფო ბათილაშვილის კონცერტით დასრულდა.
 
ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, ტურიზმის განვითარების ფარგლებში, ფესტივალის მიზანი ქართული კერძის პოპულარიზაცია იყო.
დღის ამბები