15 ნოემბერი 2019,   19:40
ვრცლად
"ჩვენ მივიღებთ ამ წერილს და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოვახდენთ“ - შალვა თადუმაძე

"ჩვენ მივიღებთ ამ წერილს და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოვახდენთ“ - ეს განცხადება გენერალური პროკურორმა შალვა თადუმაძემ იმ წერილთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის პროკურატურისთვის გადაცემასაც მამუკა ხაზარაძე გეგმავს.

საუბარია ე.წ. მუქარის წერილზე, რომელიც ხაზარაძის მტკიცებით მას გიორგი გახარიამ მისწერა.

"ჩემთან არ არის აღნიშნული წერილი წარმოდგენილი, შესაბამისად, არ ვიცი. ჩვენ მივიღებთ ამ წერილს და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებებს მოვახდენთ. ჩვენ ვნახავთ, ეს არის თუ არა ფარატინა ფურცელი და თუ ფარატინა ფურცელია, გეტყვით, რომ ეს იყო ფარატინა ფურცელი,“ - აცხადებს გენერალური პროკურორი. 

შეგახსენებთ, "თიბისი ბანკის" დამფუძნებელი გეგმავს, ე.წ. მუქარის წერილის დედანი პროკურატურაში მიიტანოს, თუმცა, როდის, ეს ჯერჯერობით უცნობია. მამუკა ხაზარაძე სადავო დოკუმენტის ორიგინალს პროკურატურას მხოლოდ იმ შემთხვევაში გადასცემს, თუ გამოძიების პროცესში წერილის უსაფრთხოების გარანტორი სახალხო დამცველიც იქნება.

დღის ამბები