22 ნოემბერი 2019,   22:27
ვრცლად
"სად ხედავენ ნეპოტიზმის ნიშნებს საინტერესოა" - მიქაუტაძე "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშზე  

ნეპოტიზმის ნიშნები - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” სკანდალურ დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია სასამართლო ხელისუფლებაზე. ანგარიშში დასახელებულია რამდენიმე მოსამართლე, რომელთა ოჯახის წევრებიც, დასკვნის მიხედვით, ასევე სასამართლოში არიან დასაქმებულები.

ანგარიშის შესახებ კომენტარი გააკეთა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა. გიორგი მიქაუტაძე რაიმე სახის ნეპოტიზმის ნიშნებს გამორიცხავს და აცხადებს, რომ დასკვნა არასწორ ინფორმაციას შეიცავს.

“საუბარია ქალბატონი ლელა კალიჩენკოს შვილზე, რომელიც მუშაობს თბილისის საქალაქო სასამართლოში ნამდვილად, თუმცა გეტყვით, რომ მანამდე მუშაობდა, სანამ ქალბატონი ლელა მოსამართლე გახდებოდა და თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყებდა მუშაობას. სად ხედავენ აქ ნეპოტიზმის ნიშნებს, ძალიან საინტერესოა. ასევე, საუბარია ბატონ თეიმურაზ სვანაძეს და ქალბატონი ქეთი ჯაჭვაძის შვილებზე, რომელთაც ძალიან ხანგრძლივი სტაჟირება აქვთ გავლილი სასამართლოში და მინიმალური საფეხურიდან, სპეციალისტის რანგიდან აქვთ დაწყებული სამსახური. საუბარია ბატონი მიხეილ ჩინჩალაძეს მეუღლეზე, რომელიც თურმე აუდიტის სამსახურში მუშაობს და წლის დასაწყისიდან ეს ასე აღარ არის და არ იკავებს ამ თანამდებობას და ესეც ცრუ ინფორმაციაა და სად ხედავენ აქ ნეპოტიზმს. ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ფაქტი ბატონი გიორგი ებანოიძის შესახებ, რომლის მეუღლეც ასევე მუშაობს თბილისის საქალაქო სასამართლოში, მუშაობს 2011 წლიდან, ბევრად ადრე ვიდრე ბატონი გიორგი დაიწყებდა თბილისის საქალაქოში მოსამართლედ მუშაობას და რაც მთავარია, ისინი 2016 წელს დაქორწინდნენ, ანუ მას შემდეგ, რაც ორივე მათგანი წლების განმავლობაში მუშაობდა. ეს არის ნეპოტიზმი და ეს დაადგინა საერთაშორისო გამჭვირვალობამ?“ - განაცხადა გიორგი მოქაუტაძემ.

დღის ამბები