13 ნოემბერი 2019,   06:27
ვრცლად
"ჯორჯიან მანგანეზმა" მუშაობა შეაჩერა იმ კონკრეტულ საბადოზე, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა

"ჯორჯიან მანგანეზმა" იმ კონკრეტულ საბადოზე, სადაც გუშინ ადამიანი დაიღუპა, მუშაობა შეაჩერა. როგორც კომპანიაში ამბობენ, სამუშაოები დარკვეთის მაღაროში იმ დრომდე არ აღდგება,  სანამ არ დაიდება დასკვნა, რა მოხდა რეალურად და რამ გამოიწვია მუშის გარდაცვალება.

"რთულია წინასწარ იმის განსაზღვრა, რა იყო გარდაცვალების მიზეზი, მაგრამ დეტალურად იქნება ეს ყველაფერი შესწავლილი. ჩვენი თანამშრომელი რჩება ადგილზე და შესაბამისად გახდება ცნობილი ის მიზეზები, რის გამოც მოხდა უბედური შემთხვევა,"- განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჭიათურაში მომხდარი ტრაგედიის მიზეზებზე სპეციალურად შექმნილი ჯგუფი მსჯელობდა, შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი, შრომის ინსპექციისა  და "ჯორჯიან მანგანეზის"  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღის ამბები