13 ნოემბერი 2019,   06:04
ვრცლად
ნათია თურნავა პრემიერის დავალებით სამკერვალო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა სამკერვალო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეკრებილმა ბიზნესმენებმა ეკონომიკის მინისტრს დარგის წინაშე არსებული გამოწვევები გააცნეს და დახმარება სთხოვეს.

აღინიშნა, რომ სამკერვალო ინდუსტრია ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სექტორია, რომელსაც რამდენიმე ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული, ხოლო წარმოებული პროდუქციის უდიდესი ნაწილი ექსპორტზე გადის. ამასთან, დარგი, ძირითადად, რეგიონებში ფართოვდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

შეხვედრაზე გამოიკვეთა ძირითადი პრობლემები, რომელთა მოგვარების შემთხვევაშიც კომპანიათა ხელმძღვანელები პირობას დებენ, რომ წარმოებას გააფართოებენ ​და მეტ ადამიანს დაასაქმებენ. ერთ-ერთი ცენტრალური პრობლემა კვალიფიციური მუშახელის სიმცირეა.  შეხვედრა პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად გაიმართა.

დღის ამბები