15 ნოემბერი 2019,   09:41
ვრცლად
"ვეუბნებით მთავრობას, მოაშორეთ ის დაბრკოლებები, რაც თქვენვე შექმენით" - ტედ ჯონასი

ანაკლიის კონსორციუმისთვის მიცემული ვადა ამოიწურა. კონსორციუმმა უარი თქვა ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენაზე. დირექტორი ირწმუნება, რომ ვალდებულებები შესრულებულია. "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალური დირექტორის თქმით, 10 ოქტომბერს, სამინისტროსთვის წარდგენილ წერილში ყველა ის შუალედური ვალდებულებებია გაწერილი, რაც ხელშეკრულებით არის განპირობებული.

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალურ დირექტორთან ერთად, პრესკონფერენციას სამეთვალყურეო საბჭოს წევრებიც ესწრებოდნენ. ტედ ჯონასი ამბობს, რომ სწორედ ხელისუფლების ქმედებების გამო, ვერ შეიქმნა ის დოკუმენტები, რაზეც მთავრობა საუბრობს.

"ხელისუფლების ქმედებები შეუძლებელს ხდის იმ დოკუმენტების წარდგენას და შექმნას, რაზეც მთავრობა საუბრობს. ამიტომ, ჩვენ სხვა გზას მივმართეთ, რაც ხელშეკრულებით, ასევე ლეგალურია. ჩვენ ვეუბნებით მთავრობას, მოდით, დავსხდეთ მაგიდასთან და მოაშორეთ ის დაბრკოლებები, რაც თქვენვე შექმენით" - განაცხადა ტედ ჯონასმა.

დღის ამბები