15 ნოემბერი 2019,   09:36
ვრცლად
პარლამენტში ელექტრონული პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა

პარლამენტში ამომრჩეველთა საკანონმდებლო ინიციატივებზე ელექტრონული ხელმოწერის განხორციელების, პეტიციის წარდგენისა და მხარდაჭერის ელექტრონული გვერდის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიება პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გახსნა. ელექტრონული გვერდის მეშვეობით, ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება აღნიშნული სერვისებით დისტანციურად ონლაინ რეჟიმში ისარგებლოს.

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორების განცხადებით, ახალი ელექტრონული გვერდის მეშვეობით მოქალაქეების საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვა და ზედამხედველობა უფრო მარტივი გახდება.

"ჩვენ წარვადგინეთ ახალი ელექტრონული პლატფორმა, რითაც მოქალაქეებს მხოლოდ ინტერნეტის გამოყენებით საშუალება ექნებათ შექმნან პეტიციები, ასევე, დაარეგისტრირონ საკანონმდებლო ინიციატივები და ხელმოწერებიც შეაგროვონ ონლაინ რეჟიმში." - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები