15 ნოემბერი 2019,   08:59
ვრცლად
"ვერ წარმომიდგენია ხელისუფლებაში დაბრუნებული ბოკერია" - თამარ ჩუგოშვილი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის თქმით, "ევროპული საქართველო" ცდილობს, "ნაციონალური მოძრაობის" რადიკალურ პოლიტიკას ჩამოშორდეს და თავისი ამომრჩეველი გამოკვეთოს და სწორედ ამას ემსახურება, მათი განცხადებებიც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პოლიტიკური ამნისტიის შესახებ, თუმცა ჩუგოშვილის განცხადებით, ბოკერიასა და მის გუნდს არ მოუწევს ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგან მისი თქმით, მათი ხელისუფლებაში დაბრუნება წარმოუდგენელია.

"ევროპული საქართველო" აცნობიერებს და ხვდება იმას, რომ იმ რადიკალურ პოლიტიკას, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" ახორციელებს, ამ რადიკალური პოლიტიკის გაგრძელება და იგივე ხაზზე დაჯდომა, მათთვის ელექტორალურად არის წამგებიანი, შესაბამისად ისინი ცდილობენ, რომ თავიანთი ამომრჩეველი გამოკვეთონ და ეს ამომრჩეველი იყოს "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლისგან განსხვავებული. თუმცა მოლოდინი იმისა, რომ ოდესმე ბოკერიას მოუწევს ვინმეს ამნისტიაზე გადაწყვეტილების მიღება, არ მაქვს, იმიტომ, რომ ვერ წარმომიდგენია ის ხელისუფლებაში დაბრუნებული," - განაცხადა ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, ორ ოპოზიცური პარტიას "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოს" შორის აზრთა სხვადასხვაობა, პოლიტიკური ამნისტიის საკითხზე შეიქმნა. "ევროპულ საქართველოში" მიჩნევენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მათი წინამორბედი ხელისუფლების წევრების სამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყონ, რადგან ქვეყანაში არ არსებობს სამართლიანი სასამართლო და შეიქმნება პოლიტიკური ანგარიშსწორების საფრთხე.

დღის ამბები