20 ოქტომბერი 2019,   12:29
ვრცლად
"იმ ბინით დღემდე სარგებლობთ, რომელიც რამდენჯერმე გასხვისდა"- ხათუნა გოგორიშვილი ზაზა თავაძეს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ მოსამართლესთან, ზაზა თავაძესთან გასაუბრება კამათის ფონზე მიმდინარეობდა.

ოპოზიციონერი დეპუტატები დაინტერესდნენ კანდიდატების წარსული საქმიანობით, მის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილებებით და მისი დეკლარაციით.

ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგა ბოკერიამ ზაზა თავაძეს ჰკითხა, რა ნიშნით შეარჩია მოადგილედ მერაბ ტურავა, რომელთან დაკავშირებითაც მას ბევრი შეკითხვა აქვს, მათ შორის გიგი უგულავას საქმეზე.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" მდივნის ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაციით, ზაზა თავაძე იმ ბინით დღემდე სარგებლობს, რომელიც რამდენჯერმე გასხვისდა.

"თქვენ ბინა გაასხვისეთ 2016 წლის 22 აპრილს და გაასხვისეთ ირმა ირემაძეზე. შემდეგ, ირმა ირემაძემ 6 მაისს გაასხვისა ეს ბინა ტატიანა ოსუტოვაზე. როგორც თქვენ ახლა ბრძანეთ, თქვენი მეუღლის ინტერვიუ იყო 29 ივლისს, ანუ ორივე შემსყიდველი აღმოჩნდა ისეთი კეთილგანწყობილი, რომ თქვენ მოგცეს საშუალება ბინაში გეცხოვრათ. როგორც ფაქტს ისე ვამბობ ამას, არა როგორც შეკითხვას. ამის შემდეგ, ეს ბინა კიდევ ორჯერ გაიყიდა 2018-2019-ში, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, თქვენ მაინც სარგებლობთ ამ ბინით,"- მიმართა გოგორიშვილმა ზაზა თავაძეს.  

"ეს არის სრული სიცრუე, მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოება თქვენ განგებ შეგყავთ შეცდომაში, განგებთ აპელირებთ ამ საკითხზე,"- უპასუხა თავის მხრივ თავაძემ გოგორიშვილს.

ამავე თემაზე
დღის ამბები