23 ოქტომბერი 2019,   11:38
ვრცლად
"ახალი ავტობუსები ძირითადად გარეუბნებში გადანაწილდა" - კახა კალაძე

60 ახალი ავტობუსი უკვე თბილისის მასშტაბით გადაადგილდება. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ძირითადად, გარეუბნებს მოემსახურება.

მერმა 34 ნომერი ავტობუსით იმგზავრა და აღნიშნა, რომ თბილისის მთავრობისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება პრიორიტეტულია და ძველი ავტობუსების ახლით ჩანაცვლება ეტაპობრივად იგეგმება.

"ამ ავტობუსებიდან დღეს უკვე გამოვიდნენ სხვადასხვა ხაზებზე და მოემსახურებიან თბილისის მოსახლეობას. ძირითადად, გადანაწილებულია გარეუბნებში. ჩვენი მთავარი ამოცანა და მიზანი არის ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში ყველაზე სწრაფი და ყველაზე კომფორტული იყოს,"- განაცხადა დედაქალაქის მერმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები