23 ოქტომბერი 2019,   11:59
ვრცლად
გორში სტალინის თაყვანისმცემლები აქციას მართავენ

კომუნისტური პარტიის, საზოგადოება "სტალინელის" და ორგანიზაცია "მეგობრობა და სამართლიანობას" წევრები გორში, სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოში შეიკრიბნენ.

ისინი საბჭოთა პროლეტარიატის ბელადის ძეგლის მშობლიურ ქალაქში დაბრუნებას ითხოვენ. ბელადის თაყვანისმცემლები ადილობრივ ხელისუფლებას სთხოვენ, იმ შემთხვევაში თუ, საბჭოთა ტოტალიტარული სახელმწიფოს მეთაურის მონუმენტს ქალაქის ცენტრში არ დადგამენ, ძეგლი სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოში მაინც განათავსონ.

სტალინის იდეოლოგიის მომხრეები, ამ მოთხოვნით ამ წუთებში მსვლელობას სახლ-მუზეუმიდან გორის მერიის მიმართულებით მართავენ.

დღის ამბები