20 ოქტომბერი 2019,   13:04
ვრცლად
"უნივერსიტეტიდან ხომ არ გახსოვთ ფარცხალაძე? თქვენზე უმცროსია, მაგრამ თქვენზე ადრე დაამთავრა" - აბესაძის კითხვა თავაძეს

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მორიგ კანდიდატთან, ზაზა თავაძესთან გასაუბრებისას ოპოზიციამ კითხვები მის დიპლომთან დაკავშირებითაც დასვა.

ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრი ირაკლი აბესაძე დაინტერესდა, ახსოვდა თუ არა თავაძეს უნივერსიტეტიდან ყოფილი მთავარი პროკურორი ლევან ფარცხალაძე.

"არ შემაქვს ეჭვი, რომ თქვენ ბაკალავრის დიპლომი გაქვთ, მითუმეტეს, რომ იგივე უნივერსიტეტში სწავლობდით, სადაც ბატონი ფარცხალაძე. ხომ არ გახსოვთ უნივერსიტეტიდან ბატონი ფარცხალაძე, იმიტომ რომ გამორჩეული სტუდენტი იყო, თქვენს უნივერსიტეტში ორი წლით ადრე ჩააბარა, 15 წლისამ. თქვენზე უმცროსია, მაგრამ თქვენზე ადრე დაამთავრა,"- ჰკითხა აბესაძემ ზაზა თავაძეს.

აბესაძის კითხვაზე თავაძის პასუხი იყო: "ვერ გეტყვით". 

ამის შემდეგ, აბესაძე დაინტერესდა, შესაძლობა თუ არა ქიმიის მაგისტრი აღმოჩნდეს ჟურნალისტიკის დოქტორი.

"მე თავიდანვე აღვნიშნე, რომ არა ვარ კომპეტენტური ამ საკითხში, რომ განათლების საკითხში, რაღაც მიმართულებებში მქონდეს რაღაც კვლევები,"- უპასუხა თავაძემ აბესაძის ამ შეკითხვას.

შეგახსენებთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რიგით მეცხრე კანდიდატს, ზაზა თავაძეს უსმენენ.

დღის ამბები