20 ოქტომბერი 2019,   12:45
ვრცლად
დავით მუმლაძის მკვლელობის საქმე - ბრალდებულთა ადვოკატები დაკავებულების პატიმრობას ასაჩივრებენ

დავით მუმლაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, დაკავებულთა ადვოკატები მოსამართლის გუშინდელ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ.

უფლებადამცველების მტკიცებით, საქმეში ბრალდებულების ჩვენებების გარდა მტკიცებულებები არ არსებობს.

რუსთავში, 35 წლის დავით მუმლაძის, იგივე ზურა დადეშელის მკვლელობის საქმეზე 5 პირია ბრალდებული - მათ შორის პოლიციის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები და მისი მეგობარი.

ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით გუშინ პატიმრობა შეეფარდა.

დღის ამბები