05 დეკემბერი 2019,   18:22
ვრცლად
ზაზა სარალიძეს შს სამინისტრომ საქმეში არსებული ახალი დეტალები გააცნო

ამერიკის ფედერალური ბიუროს დახმარებით ამოღებულ მასალებში მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ არის. ზაზა სარალიძე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში შვილის მკვლელობის საქმეზე მოზარდების მიმოწერას გაეცნო.

როგორც ადვოკატი ამბობს, ეს არის ფეისბუქიდან და ინსტაგრამიდან ამოღებული ინფორმაცია, ბავშვების საუბარი მკვლელობიდან ორი დღის შემდეგ, ამიტომ ამ მასალაში მოსწავლეები ერთმანეთს მხოლოდ საკუთარ მოსაზრებებს უზიარებენ.

უფლებადამცველის ინფორმაციითვე, ერთადერთი, რაც მიმოწერით დასტურდება, ის არის, რომ მიხეილ კალანდია შემთხვევის ადგილზე შერიგების მიზნით არ იმყოფებოდა და სწორედ მან მიიყვანა იქ მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულები.

დღის ამბები