20 ოქტომბერი 2019,   12:26
ვრცლად
მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ გაიმართება

თბილისი საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება. ამის შესახებ განცხადება "ლელოს" დამფუძნებელმა თავად გააკეთა. პროცესი ხვალ 11 საათზეა ჩანიშნული.

"საქმე, რომელსაც საფუძვლად ყოვლად აბსურდული ბრალდება, ე.წ. „ფულის გათეთრება“ დაედო," - წერს თავად მამუკა ხაზარაძე პროსეცთან დაკავშირებით.

"ხვალიდან ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ მიტაცებულ სასამართლოში გადაინაცვლებს მისივე პირადი იურისტის, უდიპლომო გენერალური პროკურორის - შალვა თადუმაძის მიერ თეთრი ძაფით შეკერილი საქმე, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც კანონთან, არც სამართალთან, არც საღ აზრთან! ხვალიდან იწყება ეს პროცესი, მაგრამ ეს არ იქნება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პროცესი, ეს იქნება - ბიძინა ივანიშვილის სასამართლო პროცესი! გეპატიჟებით ყველას - საერთაშორისო საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, მოქალაქეებს, რათა იხილოთ როგორია ბიძინას სასამართლო და გაეცნოთ საქმეს, რომელიც კიდევ ერთხელ ახდის ფარდას ივანიშვილის მიერ შექმნილ ჭაობს, დალპობით რომ ემუქრება სახელმწიფოსაც და ამ სახელმწიფოში მცხოვრები ადამიანების მომავალსაც. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ," - წერს მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელი.

 

დღის ამბები