20 ოქტომბერი 2019,   13:13
ვრცლად
სროლას გერმანიაში ორი ადამიანი ემსხვერპლა

გერმანიაში ქალაქ ჰალეში მომხდარ თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა სინაგოგასთან ახლოს მოხდა, როდესაც ებრაელები რელიგიურ დღესასწაულს აღნიშნავდნენ.

დამნაშავეებმა რამდენიმე გასროლა განახორციელეს და ავტომობილით მიიმალნენ. მათ პოლიცია ეძებს. სამართალდამცველებმა მხოლოდ 1 პირის დაკავება შეძლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა ებრაელების სასაფლაოზე ხელყუმბარა ისროლა. თავდასხმის გამო დროებით დაიხურა ცენტრალური რკინიგზის სადგური.

დღის ამბები