20 ოქტომბერი 2019,   13:03
ვრცლად
მუმლაძის საქმეზე დაკავებული გეთაშვილის ადვოკატმა ნახევარი მილიონი ლარის გირაოს შუამდგომლობა დააყენა

35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი გეთაშვილის ადვოკატმა აღკვეთის ღონისძიების სახით ნახევარი მილიონი ლარის გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა. გეთაშვილის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ აღნიშნული "კურიერთან" საუბრისას დაადასტურა. 

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, რუსთავის საქალაქო სასამართლოში დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 5 პირის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობენ. საქმეზე სხვა დაკავებულების ადვოკატებმა 10 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენეს.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მდინარე მტკვარმა, რუსთავში 5 ოქტომბერს გამორიყა. არსებული ინფორმაციით, მას სხეულზე 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები