20 ოქტომბერი 2019,   12:25
ვრცლად
ჟენევაში მოლაპარაკებების 49-ე რაუნდი მიმდინარეობს - საოკუპაციო ხაზთან შექმნილი მძიმე ვითარება შეხვედრის მთავარი საკითხია

ჟენევაში მოლაპარაკებების 49-ე რაუნდი მიმდინარეობს. ქართულ დელეგაციას მოლაპარაკებაზე რუსეთის ახალ წარმომადგენელთან კიდევ ერთხელ მოუწევს იმის მტკიცება, რომ სოფელ ჩორჩანასთან სიტუაციის ესკალაცია საოკუპაციო ძალებმა მოახდინეს.

მოსკოვის ახალმა წარმომადგენელმა ანდრეი რუდენკომ დღეს ამ თემაზე კომენტარი უკვე გააკეთა.

"ბოლო დროს ჟენევის დისკუსიები წრეზე სირბილია. ჩვენ გვსურს, ამჯერად მაინც გავაკეთოთ რამე, ყოველ შემთხვავაში მივაღწიოთ დეესკალაციას, ცნობილ რაიონში, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის საზღვარზე. ეს თემა ალბათ მთავარი იქნება მოლაპარაკებების დროს, რუსეთის პოზიცია უცვლელია, ჟენევის დისკუსიებს განვიხილავთ მთავარ პლატფორმად მოლაპარაკებებისთვის. მე პირველად ვარ და მსურს გავიგო, სად შეიძლება კომპრომისების მოძებნა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საიუბილეო 50-ე შეხვედრისთვის, რამეს შევცვლით უკეთესობისკენ და სიტუაციის სტაბილურობას მივაღწევთ. ხედავთ რაც ხდება, სიტუაცია ფეთქებადია, ყოველ ჯერზე როცა ეს ხდება, ხალხს მუხლები უკანკალებს და გაუაზრებელ ნაბიჯებს დგამენ, ამიტომ მნიშვნელოვანია დეესკალაციას მივაღწიოთ,"- აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ანდრეი რუდენკო. 

საოკუპაციო ხაზთან შექმნილი მძიმე ვითარება ხვალ ჟენევის მოლაპარაკებების მთავარი საკითხი იქნება.

"ჩვენი მხრიდან ყურადღება გამახვილდება ადგილზე არსებულ უსაფრთხოებასა და ჰუმანიტარულ გარემოზე. პირველ რიგში ეს არის ბოლო, რამდენიმე თვეში განვითარებული მოვლენები რაც ხდება ბორდერიზაციის და დაკავებების საკითხებზე რაც ხდება საოკუპაციო ხაზთან. ამასთან განსახილველი საკიტხი იქნება ის, რაც არის ჟენევის ფორმატის მთავარი საკითხი, ექვს პუნქტიანი შეთანხმების შესრულება რუსეთის მხრიდან,"- აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია.

დღის ამბები