12 დეკემბერი 2019,   06:49
ვრცლად
შალვა თადუმაძე დიპლომთან დაკავშირებულ კითხვებს ხვალ პარლამენტში უპასუხებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ხვალ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მოქმედ გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს მოუსმენენ.

როგორც "რუსთავი 2"-ს პროკურატურაში განუცხადეს, თადუმაძე ხვალ, საკანონმდებლო ორგანოში დაასმულ ყველა კითხვას უპასუხებს, მათ შორის დიპლომთან დაკავშირებითაც.

ცნობისთვის, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, შალვა თადუმაძის დიპლომში მითითებულია, რომ მან სასწავლებელში 1993 წელს ჩააბარა, თუმცა ინსტიტუტი 1994 წელს დაფუძნდა. ორგანიზაციის ცნობით, შეუსაბამობა იკვეთება სასწავლებლის დამთავრების თარიღთან დაკავშირებითაც - დიპლომში 1998 წელია აღნიშნული, შალვა თადუმაძეს ბიოგრაფიაში კი 1999 წელი აქვს მითითებული.

 

 



 

ამავე თემაზე
დღის ამბები