16 ნოემბერი 2019,   00:38
ვრცლად
"ყველა პოლიტიკურ პარტიას უნდა ჰქონდეს რეალური შანსები საპარლამენტო არჩევნებში" - არჩილ თალაკვაძე

დღეს პარლამენტის საკონსტიტუციო კომისიამ შემაჯამებელი სხდომა გამართა. არსებობს ორი ალტერნატიული პროექტი, ერთის ავტორი უმრავლესობაა, მეორე კი ოპოზიციამ შეიმუშავა.

ოპოზიციის კანონპროექტით გათვალისწინებულია 3 პროცენტიანი ბარიერი, უმრავლესობის მიერ ინიცირებული ცვლილებებით კი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს.

ოპოზიციას ნულოვანი ბარიერი და საარჩევნო ბლოკების გარეშე არჩევნებში მონაწილეობა არ მოსწონს, თუმცა ცვლილებებს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით მხარს დაუჭერს.

პარლამენტის თავმჯდომარე ნულოვანი ბარიერის დაწესების მნიშვნელობას განმარტავს.

"მზად ვართ პროპორციული არჩევნები ჩავატაროთ, მაგრამ მეტსაც ვთავაზობთ საზოგადოებას, პოლიტიკურ სპექტრს, რომ არც ერთ ოპოზოციურ პარტიას არ ჰქონდეს მონოპოლიური უპირატესობა არჩევნების წინ, ამიტომ შემოგვაქვს ნულოვანი ბარიერი. ყველა პოლიტიკურ პარტიას უნდა ჰქონდეს რეალური შანსები, საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს შედეგი და წარმომადგენლობა პარლამენტში," - განაცხადა თალაკვაძემ.

დღის ამბები