16 ნოემბერი 2019,   01:09
ვრცლად
ნაირა ოტიაშვილი ბრალს არ აღიარებს - დედა-შვილი კი დუმილის უფლებას იყენებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებული ადვოკატის ნაირა ოტიაშვილის სასამართლო პროცესი ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. ცნობილია, რომ დღევანდელ პროცესზე პროკურატურა უფლებადამცველისთვის და კიდევ ორი დაკავებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს  3 000-3 000 ლარის შეფარდების შუამდგომლობას დააყენებს.

ოტიაშვილს 15 ადვოკატი იცავს, ის ბრალს არ აღიარებს, დაკავებული დედა-შვილი კი დუმილის უფლებას იყენებს.

ოტიაშვილის ადვოკატები წარდგენილ ბრალს არ ემხრობიან და აცხადებენ, რომ პროკურატურას არ წარმოუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაკავებულის ბრალეულობას დაადასტურებს.

"სამწუხარო ფაქტი არის ის, რომ ვინც დაკავების განჩინება გასცა, აღნიშნული მოსამართლე ატარებს დღევანდელ პროცესს, საინტერესოა როგორ შემოვა მსჯელობაში სასამართლო, რადგან თვითონ აქვს გაცემული განჩინება, პროკურატურა გირაოს ითხოვს, რაც ნიშნავს, რომ სასამართლო თავის თავს ეწინააღმდეგება,"- ამბობს ადვოკატი ლექსო კობაიძე.

შსს-მ ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დააკავა, რაც დასმენას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.

დღის ამბები