16 ნოემბერი 2019,   00:24
ვრცლად
"კოლეგებო, ვისაც პრემია აგიღიათ, პროკურატურაში გეპატიჟებით"- გიორგი ლაფერაშვილი გამოკითხვაზე მივიდა

ტელეკომპანია "ფორმულას" საინფორმაციო სამსახურის უფროსი პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა.

 საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე ლაფერაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა, ლაფერაშვილი საგამოძიებო უწყებაში მის დაბარებას ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში გასვლას უკავშირებს.

"კოლეგებო, ვის აგიღიათ პრემია? ვისაც აგიღიათ, პროკურატურაში გეპატიჟებით.​ ყველაფერი, რა ინფორმაციაც ბოლო ორი თვეა ესმის საზოგადოებას, აქტუალური გახდა, მას შემდეგ, რაც ეთერში გავიდა ტელეკომპანია "ფორმულა". თუ მე მეკითხებით, რას ვუკავშირებ ჩემს აქ მოსვლას, გეტყვით, რომ მე ამას ვუკავშირებ ტელეკომპანია "ფორმულას,"- ამბობს ლაფერაშვილი.

ჟურნალისტების კითხვაზე,  მიიღო თუ არა გიორგი ლაფერაშვილმა "ინტერმედია პლუსისგან" ბინა, ლაფერაშვილი ამბობს, რომ ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის საინტერესო არ არის.

შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, - "სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გიორგი ლაფერაშვილი და ზაალ უდუმაშვილი დღეს დაიბარეს".

დღის ამბები