16 ნოემბერი 2019,   00:23
ვრცლად
აქცია სკვერში კორპუსის მშენებლობის წინააღმდეგ - ვარკეთილის მოსახლეობის პროტესტს კალაძე გამოეხმაურა

ვარკეთილის მოსახლეობა მებრძოლთა ქუჩაზე მრავალსართულიანი სახლის მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივების განცხადებით, მათ აღარ ექნებათ ერთადერთი სკვერი და დაიკეტება მეზობელ კორპუსთან მისასვლელი გზაც. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მერიამ წელიწად-ნახევრის წინ მშენებლობა შეაჩერა, თუმცა ცოტა ხნის წინ პროცესი განახლდა. მოსახლეობის მიერ გამართულ აქციაზე დღეს მისულები იყვნენ ლევან ხაბეიშვილი და ალეკო ელისაშვილი, მათ დედაქალაქის მერია სამშენებლო კომპანიებთან გარიგებებში დაადანაშაულეს.

მოსახლეობის პროტესტს გამოეხმაურა კახა კალაძე.  მისი თქმით, თბილისის მერიას არ გაუცია არც ერთი  ნებართვა, რომელიც სკვერში რაიმე მშენებლობას უკავშირდება:

„არც ერთი სამშენებლო ნებართვა არ გაგვიცია, რომელიც უკავშირდება სკვერს და სპორტულ მოედანს, ამის გარანტია შემიძლია მოგცეთ,  ეს შეიძლება იყოს ძველი გაცემული ნებართვა, მათ უნდა წარმოადგინონ განაცხადი მერიის შესაბამის სამსახურში და ჩვენ განვიხილავთ,“- განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები