16 ნოემბერი 2019,   00:22
ვრცლად
"ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთისთვის მოწოდებას, რომ გაიყვანოს ჯარები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან" - როუზ გოტმიოლერი

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ პირველი შეხვედრა ბათუმში  პრემიერ-მინისტრთან გამართა. ამ შეხვედრის შემდეგ ნატო- საქართველოს კომისიის სხდომა დაიწყო.

სხდომის დახურვამდე მხარეებმა განცხადებები გააკეთეს. გენერალური მდივნის მოადგილემ თქვა, რომ ვიზიტის მიზანი საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებაა, შავი ზღვა რეგიონში უსაფრთხოების წყარო უნდა გახდეს.

მისივე განცხადებით, ბოლო წლებში ნატოს ლიდერებმა დაადასტურეს ბუქარესტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება.

"ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სახელით, მადლობას გიხდით თბილი დახვედრისთვის, ულამაზეს და ლეგენდარულ ქალაქ ბათუმში. ჩვენი ვიზიტი საქართველოს მიმართ ნატოს მხარდაჭერის ნათელი დემონსტრაციაა. გასულ წელს, ნატოს ლიდერებმა ხელახლა დაადასტურეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გზავნილის მიმართ ერთგულება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთისთვის მოწოდებას, რომ გაიყვანოს ჯარები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ეს ვიზიტი გახლავთ ძალისხმევა, გავაძლიეროთ და გავაღრმავოთ ჩვენი თანამშრომლობა, რათა უზრუნველვყოთ, რომ შავი ზღვა იყოს სტაბილურობისა და უსაფრთხოების წყარო რეგიონში," - განაცხადა როუზ გოტმიოლერმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ნატოსთან მტკიცე ურთიერთობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის და მისი უსაფრთხოების საფუძველია.

"ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობაში გაჩნდა ახალი სივრცე, რომელიც ეხება შავი ზღვის უსაფრთხოებას. ჩვენ ყველას გვესმის, რომ უსაფრთხო შავი ზღვა არის უსაფრთხო ევროატლანტიკური სივრცის გარანტია და მას შემდგომ, რაც ანექსირებული ყირიმის შემდგომ მოხდა რუსეთის გაძლიერება შავი ზღვის სივრცეში, რა თქმა უნდა, ნატოს წარმომადგენლობა შავ ზღვაში არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე, როდესაც საქართველომ მიიღო დაპირება წევრი ქვეყნებისგან, რომ საქართველო გახდებოდა ნატოს წევრი. ეს დაპირება ამოძრავებს თითოეულ ქართველ მოქალაქეს," - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

დღის ამბები