16 ნოემბერი 2019,   00:24
ვრცლად
ხმაური ქობულეთში - მოქალაქე თვითდაზიანებების მიყენებით იმუქრებოდა

ხმაური ქობულეთში. მომსახურების სააგენტოში მოქალაქე თვითდაზიანებების მიყენებით იმუქრებოდა. სოციალურად დაუცველი გიორგი წულაია ამბობს, რომ მის ოჯახს არანაირი შემოსავალი არ აქვს, რის გამოც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ. წულაიას თქმით,  მომსახურების სააგენტომ მის ოჯახს სოციალური დახმარება გასულ წელს მოუხსნა და მიუხედავად არაერთი მიმართვისა, ამ დრომდე არ აღუდგენიათ.

დღეს გიორგი წულაიას კიდევ ერთი მცდელობა ჰქონდა, გაერკვია სოციალური დახმარების აღდგენის საკითხი, რასაც ქუთაისის სოციალური მომსახურების სააგენტოში ხმაური და ურთიერთშელაპარაკება მოჰყვა.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, ოჯახში შრომისუნარიანი წევრი ფიქსირდება, რის გამოც წულაიებს მაღალი ქულა მიანიჭეს და დახმარებაც სწორედ ამიტომ მოუხსნეს. 

 

დღის ამბები