23 ოქტომბერი 2019,   11:45
ვრცლად
ორშაბათიდან ვიწყებთ მოსამართლეთა კანდიდატურების განხილვას და ვუზრუნველყოფთ გამჭვირვალე პროცესს - თალაკვაძე  

"ორშაბათიდან უკვე ვიწყებთ მოსამართლეთა კანდიდატურების განხილვას და ჩვენ ვუზრუნველყოფთ მაქსიმალურად გამჭვირვალე დემოკრატიულ პროცესს" - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე გააკეთა. არჩილ თალაკვაძემ, საშემოდგომო სესიის 10 მთავარ გამოწვევაზე ისაუბრა. 

თალაკვაძის თქმით, სესიის ფარგლებში სასამართლო რეფორმის მე-4 ტალღის განხორციელება იგეგმება. 

“მოგეხსენებათ, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს სანდო მართლმსაჯულება არის ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ საშემოდგომო სესიის ფარგლებში ჩვენ სასამართლო რეფორმის მე-4 ტალღას განვახორციელებთ, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი თემები შედის, ეს არის იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა, ეს არის სასამართლოებში მოსამართლეთა დანიშვნის წესი და პროცესი, ამის უკეთ ორგანიზება, ამის უკეთ დარეგულირება, ეს არის დისციპლინური სამართალწარმოება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშვალდებულების საკითხები. ბუნებრივია ორშაბათიდან უკვე ვიწყებთ მოსამართლეთა კანდიდატურების განხილვას და ჩვენ ვუზრუნველყოფთ მაქსიმალურად გამჭვირვალე დემოკრატიულ პროცესს. ყველა მოქალაქეს ექნება საშუალება, რომ თვალი ადევნოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს და იმ გადაწყვეტილებებს, რასაც პარლამენტი მიიღებს ამ საკითხთან დაკავშირებით,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

დღის ამბები