23 ოქტომბერი 2019,   11:18
ვრცლად
 თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ქვეითი გარდაიცვალა 

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - აღმაშენებლის ხეივანზე მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. 40 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს სამსახურმა "რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

დღის ამბები